LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

დაპატიმრებულმა რუსმა ჯარისკაცემბა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარეს

მათ ბრალად ედებათ "ომის კანონებისა და წესების დარღვევა, რომელიც წინასწარი ჯგუფური შეთქმულებით განხორციელდა".

სომხეთმა პირველი სატელიტი კოსმოსში გაუშვა, სომხეთი კოსმოსურ ერაში შევიდა: ნიკოლ ფაშინიანი

"სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები სომხეთში გამოყენებული იქნება საზღვრის კონტროლის, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების მონიტორინგის ჩათვლით"

არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება: ჯორჯ სოროსი

"ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიემართება. მან უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში"

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ცოტა ხნის წინ სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს საარტილერიო თავდასხმა ქალაქსა და მთლიან ოლქზე.

დიდი ევრაზიული პარტნიორობა გახდება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს: ვლადიმერ პუტინი

"დიდი ევრაზიული პარტნიორობა შექმნილია იმისთვის, რომ შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურა, გახდეს სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი მთელ კონტინენტზე"

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: იენს სტოლტენბერგი

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მიზნის ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი.

მარინა ოვსიანიკოვას, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემია მიენიჭა

უკრაინელი წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა, ჯილდო რუსეთის შეჭრის შედეგად დევნილ უკრაინელებს მიუძღვნა.

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დანაშაულად ჩაითვალოს

„ახალი დირექტივის მიღების შემთხვევაში ჩვენ უფრო ეფექტურები გავხდებით“

პუტინმა უკრაინის ოლქებში – ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული მოქალაქეობის მიღების წესი გაამარტივა

ამ დროისთვის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი რუს სამხედროებს აქვთ ოკუპირებული.

“ახლა ის მოჩვენებათა ქალაქია” – უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ქალაქის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ცხედრების ხელახალი დაკრძალვის პროცესი გართულდა, რადგან რუსები დაჟინებით ითხოვენ, ცხედრის ამოღების მსურველმა გადაიღოს ვიდეო, რომელშიც იტყვის, რომ ეს დაღუპული უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.

უკრაინელებმა „კადიროველები“ მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს პოლიციის კაპიტანი ასვად იდრისოვი, ორდერის ოფიცერი გაპურ დაკალოვი და კადიროვის პოლკის მე-4 ოცეულის მეთაურის მოადგილე უფროსი სერჟანტი ალი ბეტიშევი.