LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

აზოვის პოლკის მეთაურმა ცოლთან სატელეფონო საუბარი შეძლო – რას ჰყვება The Guardian-თან პროკოპენკოს მეუღლე

როგორც Guardian წერს, პროკოპენკომ შეძლო მეუღლესთვის ეთქვა, რომ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი უკრაინელი სამხედროები „დამაკმაყოფილებელ“ პირობებში იმყოფებიან.

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მაშინ მოხდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა.

ტრაგედია აშშ-ში – სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს.

მოლდოვის პრო-რუსი ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატისა და კორუფციის ბრალდებით დააკავეს

გამოძიება დოდონს კორუფციას, სამშობლოს ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და პარტიის უკანონო დაფინანსებას ედავება.

BBC: გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს

გამოკითხული 2000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია

გუბერნატორი: რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამი ქალაქი აიღეს

რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამ ქალაქზე, მათ შორის სვიტლოდარსკზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინაში ომის გამო YouTube არ აპირებს რუსეთში მუშაობა შეწყვიტოს

ამის შესახებ YouTube-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან ვოიჩიცკიმ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ, ნუ იყიდით მოპარულს: დმიტრო კულება

კულება სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნუ იყიდიან უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა

"რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყონ უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცკთან ახლოს მდებარეობს"

კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ: პოდოლიაკი

"დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ გვაქვს, კისინჯერი გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ასე მარტივად დაუშვებდა ის პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას"

BBC: უკრაინის ცაზე რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი, უმაღლესი რანგის პილოტი მოკლეს

გამოცემის ცნობით, ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის პილოტია, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა. პენსიაზე გასვლამდე იყო საავიაციო პოლკის მეთაური. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი პილოტის მომზადებას 10-12 წელი სჭირდება და დაახლოებით 8 მილიონი დოლარი ღირს.

მედვედევის მუქარა – ყირიმის ავტონომიის იდეა უკრაინის შემადგენლობაში არის პირდაპირი უხეშობა რუსეთის მიმართ და სრულფასოვანი ომის დაწყების საბაბი

"დასავლეთმა შექმნა "სამშვიდობო გეგმები", რომლებიც უკრაინის კრიზისის დარეგულირებას უნდა მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ საუბარი იქნება ისეთი ვარიანტების მომზადებაზე, რომლებიც რეალობას გარკვეულწილად ითვალისწინებს" - წერს მედვედევი.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქი სვიტლოდარსკი აიღეს

სვიტლოდარსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერხი ჰოშკოს თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქში 24 მაისს დილით შევიდნენ და საკრებულოს შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.