LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვა: უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისას

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს.

კანცლერი შოლცი უკრაინაში ომის დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს: Deutsche Welle

გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება საზღვრების ცვლილება, რომლებსაც უკრაინა ეწინააღმდეგება.

ევროკომისია სწავლობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს და მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას – ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აზოვსტალში“ მყოფ დაჭრილ სამხედროებს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, დამყარებულია ე.წ. სიჩუმის რეჟიმი და გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი, რომლითაც დაჭრილ სამხედროებს გადაიყვანენ.

არესტოვიჩი: უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს

როგორც არესტოვიჩმა თქვა, უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ლენდ-ლიზის“ პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.

პოდოლიაკი მაკრონის განცხადების შემდეგ: „რუსეთის სახე გადაარჩინო ბუჩას და მარიუპოლის შემდეგ? უცნაური ლოგიკა…“

„ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს სურს ომის დასრულება და რუსეთის „სახის გადარჩენა“ ტერიტორიის ნაწილის დათმობით – თუ ამ პოლიტიკოსებს სურთ თავიანთი ტერიტორიის ნაწილის დათმობა, ეს მათი არჩევანია.“

პუტინი: უკრაინაში დიდი ხანია შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რასაც ხელს უწყობენ დასავლეთის ქვეყნები – ნაცისტებს სახელმწიფო დონეზე, არსად არ ადიდებენ 

მისივე თქმით, ამ პროცესების პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებში რუსოფობიის გამწვავების ტენდენცია შეინიშნება.

აშშ: უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყირიმი და დონბასი

„უკრაინამ უკვე გააძევა რუსები კიევიდან, ხარკოვიდან, ამიტომ ვარაუდი, რომ რუსებს სხვა ოკუპირებული რეგიონებიდან განდევნის, ლოგიკას მოკლებული არ არის“, – განაცხადა აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში კრისტინა ქუინმა.

ზელენსკი: მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა

როგორც ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს, ამის მიზეზი მაკრონის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სახის შენარჩუნებაა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორები არიან, უნდა გავაანალიზოთ, რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს დასახმარებლად

„სამივე ქვეყანა ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორია. განსაზღვრულია გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განვაგრძოთ.“– განაცხადა ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ.

უკრაინის წინააღმდეგ ომში 2500-მდე „კადიროველი“ მონაწილეობდა: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ასამდე „კადიროველი“ დაიღუპა და 300-მდე დაშავდა.

რუსეთმა სევეროდონეცკზე, ლისიჩანსკსა და ოდესის რეგიონებზე ავიაიერიში მიიტანა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის სამიზნე საავადმყოფოს შენობა გახდა.