ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ ძალებში რეაგირების ძალების უეცარი შემოწმება დაიწყო. შემოწმების მიზანია შეაფასოს პერსონალის მზადყოფნა და შესაძლებლობები კრიზისულ სიტუაციებში დროული რეაგირებისთვის.
მათივე ცნობით, უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, მტერმა რაკეტები ესროლა დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცის, კიევის, ზაკარპატიის, ოდესისა და დონეცკის ოლქებში მდებარე ობიექტებს.
როგორც Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შოლცის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთს და შვედეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას.
მოთხოვნის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომელთან აქვთ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის დარგებში, განაცხადონ ვიზაზე აშშ-ში დამსაქმებლის სპონსორის მიღების გარეშე.
კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პუტინმა მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზეც.
"პუტინის სამხედრო მანქანა უკრაინულ პატრიოტიზმს წააწყდა, დაეცა და ჩამოიმსხვრა. მოწინააღმდეგე თქვენი სამშობლოს სიყვარულმა შეაჩერა. ეს უკრაინის დიდების ჟამია, რომელსაც მომავალი თაობები გაიხსენებენ" - განაცხადა ჯონსონმა.
დადგენილება კრძალავს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტს რუსეთის ფარგლებს გარეთ, თუ ის სანქციების ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ გაედინება.