LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

აღნიშნული თანხა თავდაცვით და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე საწვავსა და პირველადი დახმარების პაკეტებს მოხმარდება.

აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინაში, აღიქმება როგორც კანონიერი სამხედრო სამიზნე: რუსეთს საგარეო უწყება

დასავლეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და სამხედრო დახმარებას უგზავნის მას შემდეგ, რაც ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა ქალაქებში რუსეთის სამხედრო დანაშაულები ცნობილი გახდა.

ეუთო მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე და თეატრზე განხორციელებულ თავდასხმას ომის დანაშაულად აფასებს

ანგარიშში ნათქვამია, რომ დარღვევები უკრაინამაც ჩაიდინა, განსაკუთრებით სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის კუთხით, თუმცა რუსეთის დანაშაულები გაცილებით დიდი იყო.

თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს: CNN

აღნიშნული ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა.

“თუ უკრაინელთა დივერსიები გაგრძელდა”, ოკუპანტები კიევს დაარტყამენ – რუსეთის თავდაცვა

გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ამ დრომდე თავს იკავებდა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე შეტევისაგან

უკრაინას მხარდაჭერის სიტყვები კი არა, ქმედებები სჭირდება: მიხაილო პოდოლიაკი

"პოლიტიკოსები წლებია თვალებს ხუჭავენ რუსეთის დანაშაულებზე. შედეგად, გენოციდი ევროპის ცენტრში და ათობით ათასი დაღუპული"

რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სასტიკი სამხედრო დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება: გიტანას ნაუსედა

გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ბოროდიანკა რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი სასტიკი სამხედრო დანაშაულების სიმბოლოა.

პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივაზე: რუსეთის მოქალაქე არაა

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში არანაირი სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კიევი ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მედვედჩუკის იდეებს გაითვალისწინებდა.

“მაკრონის პოზიცია გენოციდთან დაკავშრებით გულდასაწყვეტია” – უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოძმეები ბავშვებს არ კლავენ

"ყველაზე დიდი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველ ადამიანებზე"- განაცხადა უწყების სპიკერმა. 

სტეფანჩუკი: პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს უკრაინაში, მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია

როგორც სტეფანჩუკი აღნიშნავს, ქართველი პარლამენტარების ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს დაადასტურებს.

ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში “გამარჯვების კარნავალს” გეგმავენ – მარიუპოლის მერის მრჩეველი

"დაევალათ გაესუფთავებინათ ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილი ნანგრევებისგან და გვამებისგან, რათა უზრუნველყონ აღლუმის ჩატარება 9 მაისს".

„ძალიან ბევრმა ბავშვმა რუსული ენა არ იცის“ – რუსეთში უკრაინიდან იძულებით წაყვანილ ბავშვებს, ენას, „სპეციალური ბანაკების“ შექმნით შეასწავლიან

„კოლეგებო, ზაფხულში ენის შესასწავლად ორგანიზებული იქნება პროფილური კურსები, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან სტუდენტები და უფროსკლსელები.“ – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, ვიდრე მოპარულ ბავშვებს არ დააბრუნებენ, ევროპული სახელმწიფოებიდან ფული არ უნდა მიიღონ: ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, მონახონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებს იძულებით დეპორტაციას და ხელს შეუწყობს უკრაინელების სახლებში დაბრუნებას.

არესტოვიჩი: 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა მარიუპოლში ალყა გაარღვიეს და „აზოვის“ მებრძოლებს შეუერთდნენ

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 1 026-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში იარაღი დაყარა და რუს სამხედროებს ჩაბარდა.