LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

მაიკლ გალერი: გვჭირდება მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის ძნელია რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელება იმ სიმხეცის შემდეგ, რაც ბუჩაში ჩაიდინეს

"რუსი სამხედროები ადამიანებს უფრო უარესად ექცევიან, ვიდრე ცხოველებს"

ბაიდენი პუტინზე: ის ომის დამნაშავეა, ბარბაროსია, ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ომის დანაშაული. მე ვეძებ ახალ სანქციებს, გავაგრძელებ სანქციების დაწესებას" - განაცხადა ბაიდენმა. 

“მათ დატოვეს კერძო სახლები და ტყეები” – ჟიტომირის რეგიონი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

"4 აპრილის მდგომარეობით რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იმყოფებიან" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შემზარავი ამბავი გოსტომელიდან – რუსმა ოკუპანტებმა ათი წლის ბავშვი გააუპატიურეს: უკრაინელი ჟურნალისტი

„ზოგიერთ მოკლულ ბავშვს ხელები ჰქონდა შეკრული. ჩაცხრილულია ქალები, ძაღლები. 10 წლის გოგოები გაუპატიურებულები. ეს ხდება ირპენში, ბუჩაში, დმიტრიევკაში. მითხარით ამასთან ერთად როგორ უნდა ვიცხოვროთ და საერთოდაც ღირს ცხოვრება?“ – ამბობს ევგენი სპირინი.

ზელენსკი: ის, რაც ბუჩას გაუკეთეს, რუსი სამხედროებისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი უმოკლეს დროში აღდგება, უკრაინაში მშვიდობა ნამდვილად იქნება!

"ვფიქრობ, აქ უნდა მოვიდნენ და ნახონ, როგორ მთავრდება ეს თამაშები, როგორ მთავრდება რუსეთის ფედერაციასთან ეს ფლირტი" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის სახალხო დამცველი: რუსეთი დონბასსა და ხარკოვში „შეუიარაღებელ“ 18 წლის ახალგაზრდებს აგზავნის

„მოზარდების საომარ მოქმედებებში ჩართვის გადაწყვეტილება რუსეთმა მარტის შუა რიცხვებში მიიღო, მაგრამ ამ ზომების განხორციელება რუსეთში ოფიციალური მობილიზაციის პარალელურად დაიწყო, 2022 წლის 1 აპრილიდან.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ისინი რუსეთის 35-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები არიან. 

“რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო” – ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა დაათვალიერა ქალაქ ბუჩაში რუსული ტექნიკით განადგურებული გზა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

„ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შემოვიტანთ სანქციებს, მოდით გავხსნათ ფრენა – არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი. თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით“ – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

„მძულს რუსეთი! ჩვენ ვერასდროს მივალთ მის საფლავთან, ის ბნელ სარდაფში დარჩა“– 16 წლის უკრაინელი კატიას სულის შემძვრელი ისტორია, რომელმაც მხოლოდ ძმის გადარჩენა შეძლო

„დედა ბოლომდე უძლებდა. ჩვენს ევაკუაციამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა. ძმას ვუთხარი, რომ მას ღრმად სძინავს და გაღვიძება საჭირო არაა - ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები. “– ვკითხულობთ კატიას მონათხრობში.

ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება, პუტინმა ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს – რა განცხადებას აქვეყნებს ევროკავშირი

"რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ სისასტიკეებზე, რომლებიც მაშინ ჩაიდინეს, როდესაც რუს სამხედროებს უკვე ჰქონდათ ეფექტიანი კონტროლი ამ ტერიტორიაზე" - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ

„საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში. საქართველო, ეს როგორ? დაგავიწყდათ 2008 წლის ომი? დაგავიწყდათ უკრაინელები და ჩვენი მხარდაჭერა?“– ვკითხულობთ უკრაინულ მედიაში.