LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

“ბუჩიდან გვთხოვეს, ბავშვთა კვების პროდუქტები არ გამოგვეგზავნა.. ბავშვები არ არიან, თითქმის ყველა დახოცეს” – რას წერს უკრაინელი ბიზნესმენი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, სისასტიკესა და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობას ეხმიანება უკრაინელი ბიზნესმენი, მწერალი და ბლოგერი გარიკ კოროგოდსკი. 

“აქ ცოცხლები დაღუპულების გვერდით იყვნენ” – რუს ოკუპანტებს ჩერნიგოვში სკოლის სარდაფში 150 მოქალაქე მძევლად ჰყავდათ აყვანილი

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, სარდაფში იყვნენ ქალები და ბავშვები. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა მტერს დაეკისრება და ოკუპანტებმა ამ სისასტიკისთვის პასუხი უნდა აგონ.

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ოდესა ერთ-ერთია უკრაინის იმ ქალაქებიდან, სადაც ომის მიმდინარეობის განმავლობაში, შედარებით სიმშვიდეა. ქალაქი კვირების განმავლობაში ემზადებოდა თავდასხმისთვის, ქალაქის ცენტრი სავსეა ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებით.

ირინა ვერეშჩუკი: დღეს მარიუპოლის მოსახლეობას, მანქანით ქალაქის დატოვების უფლება მიეცათ

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, ევაკუაცია ასევე გრძელდება სევეროდონეცკიდან, პოპასნადან, ლისიჩანსკიდან, რუბიჟნედან და ლუგანსკის ოლქის სოფელ ნიჟნედან.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის აგრესიას უკვე 161 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 264

პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

„არ შემიძლია, სახლში ვიჯდე და ვუყურო როგორ კლავენ ადამიანებს, გამბედაობა ყოველთვის იმარჯვებს“ – უკრაინის ლგბტქ თემის წარმომადგენელი რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

უკრაინული მედიის ცნობით, ლგბტ თემის წარმომადგენელმა, 32 წლის უკრაინის მოქალაქე არტურმა რუსების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა და ახლა ის კოორდინაციას უწევს ლოგისტიკას სამხედრო ადმინისტრაციაში.

ალექსეი რეზნიკოვი: რუსი ნაცისტები პასუხს აგებენ  – ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს

„ყველაფერს აღვადგენთ და ავაშენებთ და ყველა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ჩართული, მათ შორის კრემლის მთავარი მოქმედი პირები, პასუხს აგებენ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო სასამართლოს წინაშეც.“ - წერს რეზნიკოვი.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში თავდასხმებს აგრძელებენ

„რუსული ძალები კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას აგრძელებენ, როდესაც ისინი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონში თავდასხმებს ახდენენ. – ნათქვამია ინფორმაციაში.

“აი, რას გეტყვით დიდი რუსული ლიტერატურის პასუხად – აღარ არსებობს რუსული კულტურა, თეატრი და ბალეტი.. არსებობს გარეწრების, ლოთების და მკვლელების ქვეყანა” – უკრაინელი ქალის ემოციური მიმართვა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

"არსებობს ველურები, რომელთა ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის!"

გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ფიქსირდება.

უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters

უკრაინის პროკურორი აცხადებს, რომ ახლა ომის დანაშაულებს იკვლევენ, თუმცა ზოგიერთი მოწმე იმდენად ტრავმირებულია, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.

არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს ძალადობა არ განუცდია, როცა ქალაქ ბუჩას რუსული ძალები აკონტროლებდნენ – აშშ-ში რუსეთის ელჩი

კიევის რეჟიმი აშკარად ცდილობს, თავისი სისასტიკე რუსეთს გადააბრალოს, - განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

ენტონი ბლინკენი: რუსეთის ძალა შემცირდა, მისი ეკონომიკა ბარბაცებს, ნატო, დასავლეთი, უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე

„რუსეთს სამი მიზანი ჰქონდა: უკრაინის დამორჩილება და მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უარყოფა; რუსეთის ძალაუფლების დამტკიცება; დასავლეთის, ალიანსის გაყოფა. მან სამივე ფრონტზე მარცხი განიცადა"