LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

მიხაილ როთი: პრეზიდენტ მაკრონის ოლიგარქ ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა

„ცვლილებისთვის, ევროპელ ლიდერს შეუძლია ნახოს პრო-ევროპელი ქართველები, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს“

ვოლოდიმირ ზელენსკი: „საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია – დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული“

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს სრულიად ექვემდებარება“.

მაკრონის ადმინისტრაცია: „პრეზიდენტმა ივანიშვილთან საუბრისას საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, მოუწოდა დაკავებულების გათავისუფლებისკენ“

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.

ჰილარი კლინტონი ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს „ისტორიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს” სოლიდარობას უცხადებს

„მეამაყება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს შევუერთდე ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს“

პიტერ სიიარტო – უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში, მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ვეტოს დავადებთ

„უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში“
აშშ-ს სანქციები

აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა

„ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ხანგრძლივი ისტორია გვაქვს“

ოთხი ევროპარლამენტარი – ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ  ოპოზიციის წინააღმდეგ false და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას – დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს

ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც მათი თქმით, საარჩევნო დარღვევებსა და ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებლები არიან.

ენტონი ბლინკენი: „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“

ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – საქართველოში გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია

„ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, როდესაც საქმე საქართველოში სამართალდამცავების ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას ეხება“

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას – მჯერა, ის ქართველი ხალხის გვერდით დადგება და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“ – კონგრესმენი ჯო უილსონი

უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს.
ჰელსინკის კომისია

„საქართველოს ქუჩებში მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ, ამ პასუხს მძაფრი ფორმით ვგმობთ – ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ“ – ჯო უილსონი და სტივ კოენი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე“

„ქართველო ხალხო, თუ დაიცავთ თქვენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, თქვენ გადაარჩენთ ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში“ – ჟიგიმანტას პავილიონისი

„თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი იქნება“

მიხაილ როთი – ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

„საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი, მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ“ – ვლადიმერ პუტინი

პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს.