გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
“ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში”, – წერს როთი.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე