LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს: ტედროს ადანომ გებრეიესუსი

მისი განცხადებით, „უკვე 2 წელია მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ძალიან კარგად იცნობს მას და მის წინააღმდეგ ყველა იარაღი აქვს“.

ისრაელი გარკვეული ჯგუფებისთვის მეოთხე დოზით ვაქცინაციის კამპანიას აანონსებს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მეოთხე დოზის მიღება მესამე დოზიდან, სულ მცირე, ოთხ თვეში უნდა მოხდეს.

გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ჩვენ რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ: იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მალე ნატო-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომის მოწვევას აპირებს.

გავრილოვი: არ დავუშვებთ NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოსა და უკრაინაში

„ნატოში ყველას კარგად ესმის, რომ აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკური ქმედებების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალტერნატივა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო პასუხებია“, - განაცხადა კონსტანტინ გავრილოვმა.

გერმანია-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა – გერმანიამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვის ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო, თუმცა ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მხოლოდ გააუარესებს.

ჯანმო “ომიკრონის” გავრცელების გამო საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ: „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“

"უკეთესია, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ბელარუსის საგარეო უწყება: ლონდონში ბელარუსის საელჩოს თავს დაესხნენ

ბერარუსის საგარეო უწყების შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ადამიანთა ჯგუფმა ჯერ შენობის ფასადი დააზიანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მისულ ბელარუს დიპლომატებს თავს დაესხა. ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ევროკავშირში Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს

„ნუვაქსოვიდი“ მეხუთე ვაქცინა გახდა, „ფაიზერ/ბიონტექის“, „ასტრაზენეკა/ოქსფორდის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონ & ჯონსონის“ შემდეგ, რომლის გამოყენებაც ევროკავშირშია დასაშვები.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მის საზღვრებთან NATO-ს ძალების განლაგების შემთხვევაში შესაძლო საპასუხო ნაბიჯების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

ჟურნალისტის კითხვაზე, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობის შესახებ, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუკი საფრთხე შეიქმნება,მის დასაბალანსებლად, საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება.

რომის პაპი ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას გმობს: “ეს თითქმის სატანურია”

"ძალადობენ ადამიანზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა და რომელსაც შეუძლია მხოლოდ მცდელობა, რომ დარტყმები მოიგერიოს. ეს დამამცირებელია. ძალიან დამამცირებელი", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.