LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

“უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობას გამართლება არ აქვს” – სტოლტენბერგი ზელენსკის შეხვდა

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას, ვითარება განმუხტოს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ენტონი ფაუჩი: არსებული ბუსტერ დოზები ომიკრონის წინააღმდეგ მოქმედებს

“თუ არ ხართ ვაქცინირებულები, აიცერით, ომიკრონის შემთხვევაში კი თუ ვაქცინირებულები ხართ ბუსტერ დოზაც გაიკეთეთ”, – განაცხადა ფაუჩიმ

“ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში” – რა წერია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ კუთხით ჩვენს კონკრეტულ მიზანს, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ რეგიონულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“

შარლ მიშელი: “გვქონდა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”

"უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“

შარლ მიშელი – კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს არის ფასეულობები, რომლითაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობს

"უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“

ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ღარიბაშვილთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექსვე სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ბორის ჯონსონი: პუტინს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ეკონომიკური სანქციების პაკეტს მიიღებენ

„სხვა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა კატასტროფა იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისა და მსოფლიოსთვისაც“.- ბორის ჯონსონი

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოიყენებს, ევროკავშირი მზად არის, სანქციები გააფართოოს და უპრეცედენტო ზომები მიიღოს

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან ახალ ზომებზე მჭიდროდ თანამშრომლობს, რომელიც რუსეთის ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებს, ორმაგი დანიშნულების საქონელსა და თავდაცვის სფეროს მოიცავს.

ჯანმო: აფრიკის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 111%-ით გაიზარდა – „ომიკრონ“ შტამი მსოფლიოს 76 ქვეყანაშია დადასტურებული

ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დაავალდებულა, რომ ქალს, რომელსაც ქმარმა ხელები მოაჭრა, კომპენსაციის სახით 370 000 ევრო გადაუხადოს

ევროპული სასამართლოს განცხადებით, რუსეთში მსგავსი ოჯახური ძალადობის შემთხვევები ქალებთან მიმართებით „გამაოგნებელ მასშტაბებს“ აღწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს – ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში შიში ჭარბობს

„თუ რუსული ჯარის რაოდენობა გაიზრდება, შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც შეიძლება ეწოდოს მზადება ჩვენი სახელმწიფოს და შესაძლოა, მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მოწყობის გამო დამნაშავედ სცნო.

რუსეთის განცხადებით, შესაძლოა, იძულებული გახდეს ევროპაში ბირთვული რაკეტები განათავსოს

აღნიშნულის შესახებ Reuters წერს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის ამ გაფრთხილებამ კონტინენტზე ახალი შეიარაღების დაგროვების რისკი გააჩინა.

„ომიკრონ” ვარიანტი ლონდონში დომინანტური 48 საათში გახდება – საჯიდ ჯავიდი

„ომიკრონი“ წარმოადგენს შემთხვევების 20 პროცენტზე მეტს ინგლისში“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი.

„მთავარის“ ეთერში ყირგიზეთში ჩატარებულ არჩევნებზე გასულ სიუჟეტზე, ცესკო განცხადებას ავრცელებს

„სიუჟეტში აშკარად იკვეთება ზოგადად არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების დისკრედიტაციის მცდელობა“. - ცესკო