დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
„ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვესაუბრე და მას ვუთხარი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი, „დიდი შვიდეული“ და საერთაშორისო საზოგადოება სერიოზული ეკონომიკური სანქციების პაკეტს მიიღებენ.
სხვა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა კატასტროფა იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისა და მსოფლიოსთვისაც“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
“შემდეგი საქართველო იქნება… რუსეთი ცდილობს, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას”
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის დახმარებას და ხელს შეუწყობს პერიფერიის გასწვრივ ნატოს ძალების გაძლიერებას.
