LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დღეიდან დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოთოდან და ესვატინიდან

დმიტრი კულება: არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა უდევს პუტინის თავში, ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ ავუხსნათ – უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება

„მოსკოვმა მკაფიოდ უნდა გაიგოს, რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს მოიტანს აგრესიის ახალი ეტაპის შემთხვევაში“, - განაცხადა კულებამ.

Bloomberg: ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის რეკომენდაციას ვაქცინაციის მოქმედების 9-თვიან ვადას გაუწევს

ევროკომისია ინიციატივით გამოვა, რომ წევრმა ქვეყნებმა გააგრძელონ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილი ყველა მოგზაურის მიღება.

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი არჩევიდან 12 საათზე ნაკლებ დროში გადადგა – რა გახდა მიზეზი

შვედეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა თანამდებობა პირველივე დღეს დატოვა, თუმცა იმედოვნებს, რომ პოსტს მალე დაუბრუნდება.

შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ უამრავ ქვეყანაში უსაფრთხოების ცრუ განცდა არსებობს, რომ ვაქცინამ პანდემია დაასრულა და ვაქცინირებულ ადამიანებს უსაფრთხოების სხვა ზომების მიღება არ სჭირდებათ: ჯანმოს დირექტორი

"ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას"

პირველად შვედეთის ისტორიაში – ქვეყნის პრემიერი ქალი გახდა

მაგდალენა ანდერსონის არჩევით სრულდება შვედეთის სტატუსი - როგორც ერთადერთი სკანდინავიური ქვეყნის, რომელსაც არასოდეს ჰყოლია ქალი მთავრობის მეთაური.

რუსეთი შავ ზღვაში თვითმფრინავებითა და გემებით სამხედრო წვრთნებს ატარებს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ობიექტები რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული, მათ შორის ყირიმში, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ევროპაში გაზაფხულისთვის შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს: ჯანმო

გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი 3 მილიონზე მეტი შემთხვევიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.

გერმანიამ ეპიდემიის შესაჩერებლად ახალი ზომები აამოქმედა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც აცრილია, კოვიდი გადატანილი აქვს, ან დადგენილი ვადით ტესტირების უარყოფითი პასუხი აქვს. ამ ახალ წესს გერმანიაში 3G-ს უწოდებენ.

სერგეი შოიგუ: აშშ-ის ბომბდამშენებმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშეს

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე თვეში აშშ-ის სტრატეგიული ძალების Global Thunder-ის წვრთნების დროს 10 სტრატეგიულმა ბომბდამშენმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშა.