LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

პოლონეთში აცხადებენ, რომ მიგრანტები პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთას ისევ ცდილობენ

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით ათი ათასამდე მიგრანტი რჩება ბელარუსის ტერიტორიაზე, რაც კრიზისის განმეორების პოტენციურ საფრთხეს ზრდის.

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი 26 ნოემბერს სოჭში შეხვედრას გამართავენ – რუსეთის პრეზიდენტი კოლეგებთან ცალ-ცალკე საუბარსაც გეგმავს

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხს.

ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

გადაუღებელმა წვიმებმა და მდინარეების ადიდებამ ინდოეთში საავტომობილო გზები და სახლები დააზიანა. ამასთან, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს სრულიად არის მოწყვეტილი.

დიმიტრი პესკოვი: უკრაინა დონბასის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გეგმავს

„სხვადასხვა დონეზე არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს და არანაირ აგრესიულ გეგმებს არ აყალიბებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები წვრთნებს მართავს

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფების დისკრედიტაციისთვის, წვრთნებს თან ახლავს რუსული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის გააქტიურება, ახალი ყალბი მასალების მომზადებით.

ოქსფორდის მეცნიერი: covid-19 ვაქცინირებულების დაავადება აღარაა

მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ათასობით ადამიანის დაინფიცირებას განაგრძობს, სრულად ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგ სანქციებს აწესებს

კონგრესს უკვე წარედგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც სანქციები გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ორ ხომალდს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია "ტრანსადრიას" დაუწესდება.

ბოსტონის ჰოსპიტალში ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს ნაზალური ვაქცინით აცრიან

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში მდებარე ბრიგემის სახელობის ქალთა საავადმყოფო ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებზე ნაზალური ვაქცინის გამოცდას იწყებს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსული ძალების წინააღმდეგ „ჯაველინი“ გამოიყენეს

კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინას ამერიკის მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთთან ღია ომი აქვს.

რუსეთი 2022 წლის თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება: უკრაინის დაზვერვა

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი Military Times -თან ინტერვიუში საუბრობს.

მივესალმებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მის მიერ შიმშილობის დასრულებას: სენატორი ჯინ შაჰინი

მის განცხადებას "ტვიტერზე" სენატორი ჯიმ რიში, სენატორი ჯონსონი და სენატორი კარდინი შეუერთდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეასრულებს

ჯო ბაიდენი პარასკევს დილიდან მივიდა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ყოველწლიური სამედიცინო შემოწმებისთვის.