LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი მიჰყვებიან სტრატეგიას, რომლის მიზანი დასავლეთის დესტაბილიზაციაა

როგორც მატეუშ მორავეცკმა აღნიშნა, ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს, მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია.

ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარზე არსებული ვითარება ბელარუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.

ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს დახმარებას უგზავნის

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა მიგრანტების დასახმარებლად, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა უნდა შეწყვიტოს.

“რატომ არ იკლებს საწვავის ფასები ბაზარზე?!” – ჯო ბაიდენი გაზისა და ნავთობკომპანიების საქმიანობის შესწავლას ითხოვს

"მე არ მივიღებ იმ ფაქტს, რომ შრომისმოყვარე ამერიკელებმა მეტი გადაიხადონ საწვავში ანტიკონკურენტული ან სხვა პოტენციურად უკანონო ქცევის გამო" - აღნიშნულია "ტვიტში".

პესკოვი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, რუსეთი შუამავლის ძალისხმევას გააგრძელებს

როგორც პესკოვმა განაცხადა, გუშინ საზღვარზე სამხედრო მოქმედებების განახლებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ რუსეთის შუამავლობით შესაძლებელი გახდა მხარეებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდება.

ენტონი ფაუჩი: თუ „ბუსტერ“ დოზა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, აშშ-მ კორონავირუსი შესაძლოა, გაზაფხულზე გააკონტროლოს

„ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან და საავადმყოფოებშიც მოხვდებიან“. - ფაუჩი

ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაში, საზღვრის დემარკაციის ჩათვლით

„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის, მოსაგვარებლად“, - წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

“ფაიზერი” კოვიდ-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას სხვებსაც აძლევს

"ეს წამლების კომპანიებს საშუალებას მისცემს, აბები 95 ქვეყანაში გამოყენებისთვის აწარმოონ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს"

უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიაწოდა

"ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს"

„ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას ლუკაშენკოს შანტაჟი“ – ანგელა მერკელს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის გამო აკრიტიკებენ

გერმანიის „მწვანეების“ პოლიტიკოსმა ომიდ ნურიპურმა Deutschlandfunk-ზე „დამანგრეველი სიგნალის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირმა ლუკაშენკოს ხელმეორედ არჩევა გასულ წელს არ აღიარა, თუმცა, მისი სატელეფონო ზარით მერკელმა დე ფაქტო უკვე აღიარა.

ანატოლი ბიბილოვი: ველოდებით სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ბელარუსისა და სხვა ქვეყნებისგან

„ვფიქრობ, ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს, ის ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენი რესპუბლიკის აღიარების საფუძველია,“ – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

უკრაინის არმია თავდასხმების მოსაგერიებლად მუდმივ მზადყოფნაშია: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

"თუ ჩვენ მზადყოფნაზე ვსაუბრობთ, მაშინ მზადყოფნა არის აბსოლუტურად საბრძოლო და სადღეღამისო" - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

უკრაინაში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან 1000 გრივნას მიიღებენ

ეკონომიკური პროგრამა შემოქმედებითი, სპორტული და სატრანსპორტო სექტორების მხარდასაჭერად ხორციელდება და ასევე ვაქცინაციის ტემპის ზრდას ემსახურება. 

საფრანგეთი მზად არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას: მაკრონი პუტინს

თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გასულ კვირას თქვს, რომ ქვეყნის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას ამ ყველაფრისთვის: ევროპარლამენტარები

მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.