LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ინფორმაცია, რომ „დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა გაიმართებოდა მარიუპოლში“ – ყალბია: მარიუპოლის მერის თანაშემწე

მისი განმარტებით, ინფორმაცია საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის ყალბ ანგარიშზე გამოქვეყნდა.

„ეს არ იყო მეგობრული ვიზიტი… შეხვედრა იყო ძალიან მკაცრი, ღია და პირდაპირი“ – ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ

კანცლერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება და გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ადამიანები იღუპებიან.

ლიეტუვას პრემიერი ბოროდიანკაში ჩავიდა

„შემზარავია რუსი ბარბაროსების მიერ ოკუპაციის შედეგები. სიკვდილი და ნანგრევები არის ის, რასაც ე.წ. „რუსული სამყარო“ ატარებს.“– წერს უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი.

„ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს… 10 წელია რაც შემობრძანდა და ღირსებასაც გვაკარგვინებს“ – პაატა ბურჭულაძე სტეფანჩუკს მიმართავს

„ბატონო რუსლან, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს.“– წერს პაატა ბურჭულაძე Facebook-ზე.

რუსებმა მარიუპოლის პორტში, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, გემზე უკრაინის 18 მოქალაქე და 1 ეგვიპტელი იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, ისინი დროებით ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით წაიყვანეს.

ლავროვი: სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, რუსეთი უკრაინაში „სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს

ლავროვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა, თუმცა მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა.

ზელენსკი პუტინს: მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს

ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების დანაშაულის გამო, პასუხი მხოლოდ პუტინმა და სამხედროებმა არ უნდა აგონ.

„ევროვიზიის“ გამარჯვებული უკრაინელი შემსრულებელი ჯამალა თბილისში იმღერებს: „ქართველი პოლიტიკოსების საკამათო ქმედებების მიუხედავად, ქართველი ხალხი უკრაინის გვერდითაა“

ადამიანები გამოდიან აქციებზე, ორგანიზებას უწევენ საქველმოქმედო ღონისძიებებს... ისინი ჩვენ გვერდით არიან!

იოსელიანი: ვთხოვ შალვა პაპუაშვილს, თავად ჩაუდგეს დელეგაციას სათავეში და წავიდეთ უკრაინაში, სამძიმარი ვუთხრათ უკრაინელ ხალხს

ვიცე-სპიკერმა ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილს გამოჯანმრთელება უსურვა და მოუწოდა, რომ ყველა პირადი თუ პარტიული წყენა დაივიწყოს.

არჩილ თალაკვაძე: ვინ წავა უკრაინაში უმრავლესობიდან, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს

„გარწმუნებთ ჩავალთ ის ადამიანები, რომლებსაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და შეძლებს, რომ საკუთარი პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატოს უკრაინაში.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

რუსეთის პატრიარქი შესაძლოა საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს – კირილის გასამართლებას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 250-მდე მღვდელი ითხოვს

უკრაინელმა მღვდლებმა სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს პატრიარქ კირილის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის მხარდაჭერის გამო.

უკრაინა მზად არ არის, მშვიდობისთვის უკრაინის რომელიმე ნაწილი დათმოს: ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „ის არასოდეს აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძული 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული“.

„მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია“ – რა გზებს ხედავს ქალაქის გასათავისუფლებლად პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამხედრო მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა შეუძლებელია.

ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს სამხედრო ტექნიკის კოლოსალური რაოდენობა

უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, რადგან დაზარალებულ ტერიტორიებზე ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

ყველაზე მეტი ბინა იქირავეს ქართველებმა უკრაინის ქალაქებში ფინანსური დახმარების მიზნით, ჩასვლას არავინ აპირებდა – ირაკლი როსტომაშვილი

"სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინელი ძმების გვერდით"