„მათ მთელი თავიანთი არტილერიის, ტანკების კონცენტრირება იქ მოახდინეს, ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მხოლოდ ამ დღეებში, ბახმუტის მიმართულებით, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.“
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ყირიმი დასავლეთის ქვეყნებისთვის „წითელი ხაზია“, დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ის არ არის დაინტერესებული იმ ადამიანების მოსაზრებების მოსმენით, რომლებიც არ ასახავს უკრაინელი ხალხის პოზიციას.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი 1943 წელს იყო, როდესაც მან უკვე წააგო ომი, მაგრამ ის კიდევ ორ წელს გაგრძელდა.
როგორც ანატოლი ანტონოვმა რუსულ გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ.“
კრემლის ლიდერის თქმით, ისინი [უკრაინელები] ამას ტყუილად აკეთებენ, რადგან ეს მხოლოდ კონფლიქტის გაჭიანურებაა და უკრაინაში Patriot-ების განთავსება რუსეთისთვის დიდი პრობლემა არ იქნება, რადგან მათაც გაანადგურებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.