LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია – შტატებთან ეს მარიონეტული ომი ჩვენ არ წამოგვიწყია“: რუსეთის ელჩი ამერიკაში

167
ანატოლი ანტონოვი

ამერიკაში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია.

როგორც მან რუსულ გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ.“

ანტონოვის თქმით, პრობლემური ფაქტია, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს არც კი ახსენებს.

პუტინი: ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით, დავასრულოთ

"ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი"

„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი – დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ.“ – განაცხადა რუსეთის ელჩმა შტატებში, ანატოლი ანტონოვმა.

პუტინი: Patriot საკმაოდ ძველი სისტემაა, ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენი С-300 – განათავსონ, ამასაც „გავატკაცუნებთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები