LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ საშუალება – ტანსაცმელი, საჭმელი, მედიკამენტები, დაეხმარეთ ჩემს ქვეყანას – უკრაინის მოქალაქე საზოგადოებას მიმართავს

"მოიტანეთ რაიმე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში - ოცხელის 2. ან დამირეკეთ, მე მოვალ და წავიღებ" - ამბობს მარი რეზინენკო.

ოთხმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

შვედეთის საჰაერო ძალების უფროსის კარლ-იოჰან ედსტრომის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მომხდარს სერიოზულად აფასებენ, რადგან ეს არის არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო ქმედება რუსეთის მხრიდან.

პეტიციას, რომელიც NATO-ს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას სთხოვს, მილიონი ხელმომწერი ჰყავს 

ამ თხოვნით პეტიციის ხელმომწერები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და უკრაინის მეგობარ ქვეყნებს მიმართავენ.

CNN: უკრაინის ქალაქ ხერსონზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს

ხერსონი უკრაინელების დაქვემდებარებაში აღარ იმყოფება და 300-ათასიანმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის მითითებები, რასაც შეიარაღებული ძალები გასცემენ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებას იწყებს

სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ა.ა. ხანმა განაცხადა, რომ სასამართლოს 39 წევრმა ქვეყანამ გამოძიების გაგრძელება მოითხოვა.

სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ მინიმუმ 350 ანტი-საომარი საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავა – მედია

OVD-info-ს ცნობით, გასული ხუთშაბათიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 7 615 ადამიანი დააკავეს.

ზელენსკი: დაახლოებით 9 ათასი რუსი ჯარისკაცია მოკლული – საკუთარს არ დავთმობთ! ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მტრის გეგმა გატეხა

„მტრის მორალური მდგომარეობა უარესდება. სულ უფრო მეტი ოკუპანტი გარბის თავის სახლში.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჯო ბაიდენი: პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ – ეგონა ჩვენს დაყოფას შეძლებდა სახლში, ის შეცდა

„უამრავი საათი გავატარე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. ჩვენ რუსეთის ტყუილს დავუპირისპირდით სიმართლით. ახლა კი, თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობას აკისრებს“, - წერს ჯო ბაიდენი.

უკრაინის ქალაქ იზიუმში კორპუსის დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

„თავდასხმა მაღალსართულიან კორპუსზე დაახლოებით 23:59 საათზე მოხდა. სახლში 6 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვი.“- განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ, ვლადიმერ მაცოკინმა.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის რკინიგზის სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა: ვიტალი კლიჩკო

„მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქში გარღვევას, მაგრამ უკრაინელი დამცველები უკუაგდებენ ოკუპანტებს და იცავენ ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კიევის მერმა.

ენტონი ბლინკენი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს – ეს არის პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი

„შეერთებული შტატები განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას. ჩვენ დიპლომატიისთვის კარს ღიას ვტოვებთ. სამხედრო დეესკალაციის გარეშე ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

არახამია: მოლაპარაკებები ნამდვილად გაიმართება, მაგრამ არა ბელოვეჟსკაია პუშჩაში

„ბელოვეჟსკაია პუშჩაში მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, რეალობას არ შეესაბამება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის დელეგაციის წევრი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია წერს.