LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ემანუელ მაკრონი: უკრაინაში ომი იყო გამოღვიძების ზარი, ევროპისთვის „ახალი ეპოქის“ დასაწყისი

საფრანგეთის ლიდერმა გამოსვლაში ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოითხოვა, რათა მოხერხდეს უკრაინელებისთვის დახმარების მიწოდება.

ჯონსონი: 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, საერთაშორისო სასამართლოს მიმართა – პუტინი მსგავსი საზარელი ქმედებების ჩადენას დაუსჯელად ვერ შეძლებს

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო „იბისას“ შორის განხორციელდა, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.

უკრაინული მედია: ხარკოვში საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოხდა შევჩენკოს სახელობის ქარხანასთან. აფეთქებას წინ უძღოდა ცაში სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენა.

რეზნიკოვი: დროა, გავზარდოთ ზეწოლა მტერზე, რომელმაც შემართება დაკარგა, დროა გადავიდეთ ტოტალურ წინააღმდეგობაზე

„თუ მტერი დარჩება საწვავის, საბრძოლო მასალების, საკვების, საინჟინრო და სარემონტო დახმარების გარეშე, ის უმწეო იქნება.“ – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

„ყველა მიყვარხართ!! საოცარ ემოციებში ვარ!!!“ – გადაცემა „სხვა ნანუკამ“ უკრაინისთვის გამართულ მარათონში 540 000 ლარზე მეტი შეაგროვა

„10 და 20 ლარით დადო ქართველმა ხალხმა ეს თანხა. თვითონ, რომ მილიონი პრობლემა აქვთ, უკრაინელებისთვის გაიმეტეს ბოლო თეთრები!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“.

კრამერი: ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ საქართელოს მთავრობაზე განრისხებული იყოს

ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც, - აცხადებს კრამერი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში 489 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ახალწვეულები არ მონაწილეობენ.

გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს – ვინ არ მისცა ხმა

გადაწყვეტილება მიღებულია ხმათა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით და აპლოდისმენტებით - მას მხარი დაუჭირა 141 ქვეყანამ, წინააღმდეგ მისცა ხმა ხუთმა ქვეყანამ, 35-მა თავი შეიკავა.

“ეს წუთია შევიტყვე, რომ იარაღით ხელში საქართველოს იცავს უკრაინაში” – პოლონეთში სამუშაოდ წასული 19 წლის ბიჭი ახლა უკრაინაში იბრძვის

"ეს ბიჭი, ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, ჩემი შვილის კლასელია! ჩემი შვილი ცხრამეტი წლისაა.უნიჭიერესი,უკეთილშობილესი და ვაჟკაცი,მტერსაც რომ შეშურდება ისეთი!"

ამირან სალუქვაძე: ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება

უკრაინაში ომის მეშვიდე დღე მიმდინარეობს. 

მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია ხვალ ჩავა: ლავროვი ასახელებს მოთხოვნებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინას წაუყენებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს კიევის მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვს

პუტინს სანქციები არ შეაჩერებს… ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს – გრიბაუსკაიტე

თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში, - წერს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი