LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

Дождь-ის თანამშრომლები რუსეთს ტოვებენ

ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ ტელეგრამ-არხებში ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

რუსი ტყვე: პუტინს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინას სამ დღეში ჩაიგდებდა ხელში

ჯარისკაცის განცხადებით, უკრაინულ მხარეს ის ნებაყოფლობით ჩაბარდა და უკრაინელებისგან სამედიცინო დახმარებაც მიიღო. მან მოუწოდა რუსებს, შეწყვიტონ ომი, გააპროტესტონ ეს ქმედებები და რუსულ პროპაგანდას არ დაუჯერონ.

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

უწყების ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი, დაშავდა - 13.

ბავშვები კონფლიქტის ზონიდან – ფოტოისტორიები უკრაინიდან

ოკუპანტი რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე ათობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის აგრესიის მეშვიდე დღეს, კვლავ იბომბება უკრაინის დედაქალაქის შემოგარენი – ოკუპანტები არ ერიდებიან სკოლების, ბაღებისა და ბავშვთა სახლების განადგურებას.

“ყველა შესაძლებლობას მოვახმარ უკრაინის დახმარებას” – რა მიზნით ჩავიდა ვანო მერაბიშვილი ლვოვში

"დღეს შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები" - წერს მერაბშვილი.

ნავალნი: თუ ომის შესაჩერებლად ციხეები საკუთარი თავებით უნდა ავავსოთ, ავავსებთ – სადაც უნდა იყოთ, რუსეთში, ბელარუსში თუ პლანეტის მეორე მხარეს, წადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე

"ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი უნდა გადავიხადოთ" - წერს ნავალნი.

მტერი გამოფიტულია და ზოგიერთ რაიონში იძულებულია უკან დაიხიოს, უკრაინის არმიას ათი ათასობით რეზერვისტი უერთდება: შმიგალი

"უკრაინაში იარაღი მთელი მსოფლიოდან შემოდის და, რაც მთავარია, ის შიში და დაბნეულობა, რომელიც ომის პირველ და მეორე დღეს ბევრ ადამიანს დაეუფლა, ახლა გამბედაობით შეიცვალა" - განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იანუკოვიჩი მინსკშია და რუსეთს მისი უკრაინის პრეზიდენტად გამოცხადება სურს

2013 წლის ნოემბერში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ჯერ კიევი, შემდეგ კი ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გაიქცა.