„დღეს, დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ, ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება. დაელოდება უკრაინელ მომლაპარაკებლებს. ჩვენი დელეგაცია მზად იქნება საღამოს საუბრის გასაგრძელებლად“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
კასეტური საბრძოლო მასალების დანიშნულებაა, ის სამიზნის თავზე გაიშალოს და მეტი მსხვერპლის გამოსაწვევად, მომცრო აფეთქებებით დიდი არეალი მოიცვას. კასეტური შეიარაღება განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო ადგილებზე თავდასხმისას, რადგან ზრდის ზარალისა და მსხვერპლის პოტენციალს.
"იმ ფონზე, როცა საქართველოც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დეოკუპაციის პროცესი ვერ ჩქარდება, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა და ეს პროცესი არ ჩერდება" - ამბობს მაჭარაშვილი.
გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვში სარაკეტო იერიში მიიტანეს სატანკო სასწავლებელზე, აეროდრომზე და სამხარეო პოლიციის და უნივერსიტეტის შენობებზე. იბომბებოდა უკრაინის სხვა ქალაქებიც
„საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად"
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 24 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდს მოიცავს.