თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.
"წუხელ ჩვენებმა ხერსონის მიმართულებაზე 2 ალიგატორი კა-52 და 1 სუ-25 დაანარცხეს მიწაზე!უშუალოდ ფრონტის გასწვრივ მიდის საარტილერიო დუელი და პოზიციური ბრძოლები!"
ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად - დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები.
„რუსმა სამხედროებმა შეიმუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსები უკრაინელებს საკუთარი იარაღით ანადგურებენ.
„ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით, გამაოგნებელი ტემპებით უბრუნდება გამოქვაბულის ხანას და ამ ქვეყნის სახელია რუსეთი.“– წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი.
ბუკა პეტრიაშვილი უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე წერს და განმარტავს, რომ „უკრაინელები ჭკვიანურად უნადგურებენ ურდოს შეიარაღების საწყობებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს!“.