LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას – მოუთმენლად ველით ამერიკის ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში“

„მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები შეერთებულ შტატებთან.“
მამუკა მდინარაძე ხუჭუაზე

მამუკა მდინარაძე – „თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან – მის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ პოლიტიკოსს აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, ჩემ მაგივრად გამოეცხადებინა გადაწყვეტილება“

„ასეთი ცნობილი ფრაზა არსებობს „თამაში გაყიდა“. ელისაშვილმა „თამაში გაყიდა“, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ.“

„პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს“ – ლონდა თოლორაია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა

ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს.

„არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის“ – მაჭარაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე

უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებთან, ამერიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შეაფასა.
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს – „თქვენს არჩევას გილოცავთ! ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და დაიცვას ჩვენი თავისუფლება“

მისალოც პოსტს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.

მამუკა მდინარაძე: „გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს“

მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

თენგიზ ფხალაძე: „ან რა გვწყინს ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება – თუ ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა!“

„ტრამპიც, ამერიკაც და მსოფლიოც თავს რამენაირად მიხედავენ, იმაზე ვიფიქროთ, „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ - როგორც ამას ოდესღაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა!“. - წერს თენგიზ ფხალაძე.
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – „ეს პროტესტი მნიშვნელოვანია – რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება, ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით“

„სააპელაციო სასამართლოსთან იმიტომ არის პროტესტი, რომ აქ განიხილება სარჩელები, რომელიც შესულია არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან.“

ნიკა გვარამია: „მე მაინც ის მაცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ნიკა გვარამია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის ლიდერობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნიკა მელია: იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე რეჟიმს დემოკრატიულად, სიმრავლით არ მოვგუდავთ

როგორც მელიამ აღნიშნა, პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე დამატებით 300 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს, მომავალ წელს უკვე გაიზრდება პენსიები, 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია“ – ირაკლი კობახიძე

„შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე დამატებით 300 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს, მომავალ წელს უკვე გაიზრდება პენსიები, 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია“ - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი: „გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით… მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის“

სააკაშვილი მოსამართლეს ქვეყნის სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

ანრი ოხანაშვილი ცესკოს ვიდეოზე: „ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა. მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია“

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, „ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია“.

პაატა კვიჟინაძე: „მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“

მისი გაცხადებით, ხალხის ნების გარეშე, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.