LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უზრუნველყოფილია საარჩევნო უბნის გახსნა, რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყველაფერი დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია“

მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ  საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება. 
ეკა გიგაური

ეკა გიგაურის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებს ისევ დააკვირდება

„გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ამომრჩევლების ხმები“.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე მოისმინა მათი პრობლემები და საჭიროებები.

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის  მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების“ ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე.
აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო: „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?

აშშ-ის საელჩო აქვეყნებს დიაგრამა, რომელზეც გამოსახულია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები - პირვანდელი და ჩასწორებული ვარიანტებით.

„26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობას და წინსვლას!“- პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს   აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ქავთარაძის ქუჩის N72-ისა და ნუცუბიძის N215-ის მოსახლეობას შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო დაადო – პრეზიდენტმა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს უკან „მოტივირებული შენიშვნების“ გარეშე დაუბრუნა

უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო.
ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციულმა ბიურომ „IT საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ და მის დამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსები გაუუქმა

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა.

გიორგი გახარია – ივანიშვილის წერილი თვითაღიარებაა – „ოცნების“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ისევე არ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„ოცნება“ სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი“

ბიძინა ივანიშვილი – გლობალურ ომის პარტიას აქვს გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში – ესაა მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე

„სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“

ბიძინა ივანიშვილი –  აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ

განცხადებაშია ნათქვამია, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.

სალომე ზურაბიშვილი: „არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს განმსაზღვრელი იქნება, არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, რომ შეცვალოს საქართველოს ევროპული გზა, 80 პროცენტი მოსახლეობის, წლების განმავლობაში, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გადახედოს“