LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„გირჩმა“ საარჩევნო სია წარადგინა – სიის პირველ ნომრად იაგო ხვიჩია დასახელდა

როგორც პარტიაში განაცხადეს, საარჩევნო სია მათმა მხარდამჭერებმა და პარტიის წევრებმა შეადგინეს, ამისთვის კი პრაიმერიზი ჩატარდა.

შტატების საელჩო ბლინკენის განცხადებას ავრცელებს: „ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესდა“

საელჩო საქართველოში შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების სანქცირებასა და სავიზო შეზღუდვებზეა საუბარი.

მაია ბითაძე: „თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება, შერიგების, შენდობის გარეშე – ეს გამორიცხულია. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ შერიგებით და ეკონომიკური წინსვლით შევინარჩუნოთ მშვიდობა“

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საქართველოს აწმყოსა და მომავლის შესახებ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე.
დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე: „ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა“

მისი განცხადებით, უკრაინის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რა მოაქვს ომს, კერძოდ, ეკონომიკის შემცირება, ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივად გამგზავრება, შემცირებული სამუშაო ადგილები, მრავალი დაღუპული და დაკარგული ტერიტორიები.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

დელეგატი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ქართული ოცნება“ გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი გუნდის წევრი, საკუთარი წარმატების ისტორიებით… “ – ნინო წილოსანი

უმრავლესობის დეპუტატმა ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში ყოფნასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება – პრეზიდენტი თანახმაა“

„შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ… ის მკვლელი და გმირების მწამებელი, ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი“

მიხეილ ყაველაშვილი

„ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი, რობიკო სტურუა, მეორე მხარეს უსამშობლო და უჯიშო ადამიანები“ – მიხეილ ყაველაშვილი

„მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ფხიზლად ვიყოთ“
აკაკი ალადაშვილი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

„შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს“.
გია ჭყონია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

„შეხვედრებზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე“.

ირაკლი ქადაგიშვილი: „ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ“

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურს და მათი ინტერესი დესტაბილიზაციაა.