LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება – პრეზიდენტი თანახმაა“

148
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.

მამუკა ხაზარაძე: „მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს“

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

პრეზიდენტი ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე: „მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ – პირიქით, ძალიან კარგი იქნება“

„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, – წერს გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები