LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

პარლამენტი

პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა – „პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა“

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი“

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“

„საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ“ - წერს შალვა პაპუაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ პირობებში არც ერთი თანამდებობა თუ პროფესია არ წარმოადგენს ინდულგენციას – ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთ სიტყვას არ გავუტარებთ

მაჭავარიანი ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის განცხადებას, რომელმაც პოლიციას „ქართული ოცნების” პირადი ხულიგნური ბანდა უწოდა.

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, ინფორმაციის მიღებისთანავე მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს

„ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება“ – შალვა პაპუაშვილი „ოპოზიციის ალიანსზე“

მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ ანტიქართულ იდეოლოგიაზე დგას და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების.

ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით – დოკუმენტში საუბარი არ არის არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხზე არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, - აღნიშნულია განცხადებაში.
არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე: „გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში, მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები იყოს გამოძიებული“

არჩილ გორდულაძე ეხმაურება პარტიას „საქართველოსთვის“ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება და ევროკავშირის მხარე მხედველობაში მიიღებს სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებულ ლეგიტიმურ არგუმენტებს.

მაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულია, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არამხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს“

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყირგიზეთში დღევანდელი ვიზიტი საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ბიძგს მისცემს.

გიორგი ტაბატაძე ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შემდეგ – მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს – პოზიტიურად ვარ განწყობილი

როგორც საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი ტაბატაძემ „ევროსკოპს“ განუცხადა, შეხვედრის შემდეგ „პოზიტიურადაა განწყობილი“.
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – რა ხანია, ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს პროცესი დაიწყოს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.