LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე „გლობალური კეთილდღეობის მონაცემებზე“ – საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მიუხედავად უამრავი შიდა და გარე გამოწვევებისა ზრდას განაგრძობს და მსოფლიოსთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის

ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი გამოიწვია საქართველოს პოტენციალის გამოყენების სწორმა დაგეგმვამ, თავისუფალმა ბიზნეს გარემომ, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიკური სერვისების ხელმისაწვდომობამ, დაბალმა გადასახადებმა და ა.შ.

„ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში“ – პეტრე ცისკარიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო სიას სახელებისა და გვარების გასაკეთილშობილებლად, რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი დაამატა.

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა

ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს.

„აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“ – ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე

ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ამბობს, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში სპორტსმენების - ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.

გენო პეტრიაშვილი: ვეცდები, ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს…ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება

„პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ“

ლაშა ტალახაძე: „გადავწყვიტე, ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპაში ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს“

აღნიშნულით ძალოსანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფნა და მმართველ გუნდთან ერთად, პოლიტიკაში წასვლა.

„ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე.

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურას, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები

მამუკა მდინარაძე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურას, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას – მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

როგორც მდიანარაძემ აღნიშნა, ის სპორტსმენები, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ ღირსებით გააგრძელებენ სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა

ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პარტიის 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენენ.

სალომე ზურაბიშვილი – „ქართული ოცნება“ დასუსტებულია – 25%-ზე მეტს ვერ იღებენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ მმართველი პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია.

„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს“ – რას ამბობს პრეზიდენტი Le Figaro-სთან ინტერვიუში

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე, მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგსა და მის ამ პროცესში პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

რატი იონათამიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: „რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით“

„პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს“.

„იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი აქტიური წევრი – ვუსალ კაიბოვი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა… 26 ოქტომბერს ეს სისტემა აუცილებლად დაასრულებს ფართხალს, დასრულდება პოლიტიკური დევნა“ – საბა ბუაძე

მისი თქმით, ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნას აგრძელებს.