LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შალვა პაპუაშვილს: არ მიიღოთ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი. ბავშვებისთვის ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა არ შეესაბამება კონვენციის მე-10 მუხლს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყანამ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვას.
დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე – ევროკავშირი შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, უგულებელყოფს დანაშაულის აშკარა ფაქტებს და ხელს აფარებს ქართველ კრიმინალებს, მათ შორის ადეიშვილ-კეზერაშვილს, ამ უკანასკნელმა სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები გაძარცვა

„მსგავსი მიკერძოებული დამოკიდებულება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დასავლეთი პოლიტიკური კონიუნქტურით მოქმედებს.

„ძლიერი საქართველო“: „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველო” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალიან მალე საქართველოს სკოლებში ამოქმედდეს ბავშვთა კვების პროგრამები“

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამები ამოქმედდეს.

შალვა პაპუაშვილი: „რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს – კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა“

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საინტერესოა ფლობდა თუ არა ელჩი ინფორმაციას პარალელური დათვლის მცდარი შედეგების შესახებ.

შალვა პაპუაშვილი – „თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებამ ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან ერთად, ქვეყანას, რეპუტაციული ზიანიც მიაყენა.

ირაკლი კობახიძე: „2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება“

„2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა.“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი, საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

ანა ბუჩუკური: „ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე, ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს“

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბუჩუკურმა აღნიშნა, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა.
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

„კეზერაშვილის პარალელურად, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება კიდევ ერთი ქართველი კრიმინალი − ზურაბ ადეიშვილი.“

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით… ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან ქართველების დასახმარებლად“ – რობინ დანიგანი

ელჩის განცხადებით, აშშ-ის დახმარება მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია.

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში იქმნება ახალი ეკოსისტემა, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას რასაც ჰქვია ხარჯების და მათი მიზნობრიობის სრული გამჭვირვალობა“ – ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე

ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოს მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის თაობაზე.

„ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი მაკონტროლებლები არიან – ეს არის რუსული კანონის გაგრძელება“ – ნონა ქურდოვანიძე მთავრობის ინიციატივაზე

აღნიშნულის საიას ხელმძღვანელი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის.

მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კრიტიკოსებზე: „კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ „გარესამთავრობო“ ორგანიზაციები“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივის ირგვლივ ამტყდარ აჟიოტაჟს ეხმიანება.