LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება“ – შალვა პაპუაშვილი

როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს.

„კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიარაღებული ადამიანი იყო, რადგან ყველა ხედავს, რომ ასეთი მოძალადეებისგან მხოლოდ შეიარაღება იცავს“ – სანდრო რაქვიაშვილი

მისი თქმით, თუ მთავრობას მოქალაქეები არ აკონტროლებენ, მას შეუძლია, იძალადოს პოლიტიკურ ოპონენტებზე.

„გურამ მაჭარაშვილის განცხადების მიბმა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან, არის რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მცდელობა იმ მცდარი ნარატივის პროპაგანდირების, რომ თითქოს ეს კანონი გამჭვირვალობის გარდა რაიმე სხვას ადგენს“ – დავით მათიკაშვილი

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე“ – ლევან იოსელიანი

როგორც ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება.

„როიტერი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სტატია მიზნად ისახავს ყალბი აღქმების შექმნას“ – „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია“ – მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.

„მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო, არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა“ – არჩილ თალაკვაძე

მაიკლ როთის განცხადებას, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია“, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

მაიკლ როთი: რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს – ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს

„რელიგია და მათი მორწმუნეები უბრალოდ კრიტიკას უნდა შეეგუონ“

ვიდეო: „100-მდე შეიარაღებულმა „ტიტუშკამ“ დალეწა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი არასრულწლოვან შვილთან ერთად“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ
იენს სტოლტერბერგი

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა“ – იენს სტოლტენბერგი

„უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს “

„არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს დღეს აქ ყოფილიყო.. მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა..“ – ირაკლი კობახიძე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს“ – იენს სტოლტენბერგი

განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შალვა პაპუაშვილი: „მთავარია, რომ სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ეკონომიკა იზრდება“

„ვინც აორგანიზებდა მაგისტრალების გადაკეტვას, ქვეყნის წინააღმდეგ ჩვეულებრივად საბოტაჟს ეწეოდა, რაც ძალიან მძიმე ქცევაა. ვხედავდით ქართველ და უცხოელ აქტორებს, რომლებიც ავი სიხარულით უყურებდნენ ლარის კურსს, კომენტირებდნენ: „აბა, შეხედეთ ლარის კურსი სად არის და ლონდონის ბირჟაზე აქციის ფასი სად არისო“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული… ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ – ნინო წილოსანი ჟურნალისტებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მასა უცხო ნომრებიდან ურეკავენ, თუმცა ზარებს არ პასუხობს.

„ზარი შევიდა ჩემ დასთან, დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო – სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი შვილი ქუჩაში“ – დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.