„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
„ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით“ - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ცალსახად და პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი არ არის სანქცირებული“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.
„გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები“ - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა თეონა აქუბარდიამ უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომ „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებას აპროტესტებს“.
ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.
გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
„ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება, დღეს იყოს, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას“