სააკაშვილის თქმით, ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს,რომ საქართველო ცოცხლობს, საქართველო არ მომკვდარა, იბრძვის, ძლიერია.
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს“ - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ მუხტს ეხებოდა, მან თქვა, რომ სინამდვილეში არანაირი მუხტი არც არსებობდა.
„ადამიანმა, რომელმაც ჩემს მიმართ დანაშაული - ადევნება ჩაიდინა, საქმე ჩემს მიერ დაწერილი პოსტის შემდეგ ძალიან გააიოლა და პრაქტიკულად თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აზიარებს.
„ნაცობა არ ნიშნავს მხოლოდ პარტიის წევრობას, რას ნიშნავს ნაცობა ვიდეოკასტში იხილეთ“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
პარტია „დროას“ წევრს მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ სიჭინავა „ფეისბუქში“ თავად წერს. მისი თქმით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შვილთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს მოაწერენ. ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო.
რაც შეეხება დასავლურ ინვესტიციებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, უცხოელი პარტნიორებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, არცერთი დასავლური კომპანია არ გამოჩნდა.
ფარულავას თქმით, ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ესხმის თავს.