კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ გეგმასა და პერსპექტივაში მისი განხორციელებით მიღებულ, შესაძლო შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ქარტიაც თვალთმაქცურია, იმიტომ, რომ არაფერს ახალს არ გვეუბნება გარდა იმისა, რომ იმეორებს იმ რეალობას, რაც ყველამ ვიცით“ - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
როგორც „ამერიკის ხმის“ ყოფილმა კორესპონდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა განიხილავდეს იმას, თუ კონკრეტულად რომელ პირებს უნდა დაუწესონ პერსონალური სანქციები.
„ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
,,ევროპელები და ამერიკელები ამბობენ: „ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა“ და რუსები ამბობენ: „კარგად იქცევით ბიჭებო” - ნათელი არჩევანი დგას" - პრეზიდენტი
„გომელაურის „მილიცია“ მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. ექსპერტებმა ყველა ნივთი - შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„ილია ჭავჭავაძეს ტყვია წიწამურში არ ჩამოსხმულა. ილია ჭავჭავაძის ტყვია ჩამოისხა „სოციალურ დემოკრატიული პარტიის“ იმ ორ გაზეთში, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურად ავრცელებდა ყალბ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძეზე. ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია?“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
„ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ „არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვის ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ“.
„ცდილობდნენ, რომ აღნიშნული კანონი „რუსულ კანონად“ წარმოეჩინათ, მაგრამ არ გამოვიდა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა, რომელიც ევროპულობის და დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, იყოს იმის საწინააღმდეგო, რაც ევროპულ ღირებულებებთან არის კავშირში“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.
საელჩოში განმარტავენ, რომ საქართველოში 4 -წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.
„გიორგი ანწუხელიძის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის, რუსი და ოსი ნაძირალები, ბანდიტები ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო. ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე - ოფისში ჩემზე გინებით მოსულები არიან ტურები! ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან“ - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.