LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს – ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს“

142
ნიკა მელია

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის განცხადებაზე ისაუბრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, რეგისტრაციის გავლა აუცილებელი იქნება.

მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ რეპრესიებს ყოველდღე აანონსებს, რომელსაც ამის გარდა, პოლიტიკურ შეიარაღებაში არაფერი დარჩენიათ.

„ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია… ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო, არ მოსულა… უნდა ჩაერთოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“- ბექა ოდიშარია

როგორც მანვე აღნიშნა, საზოგადოებას აღარ უკვირს მათი [„ქართული ოცნების“] რიტორიკის, ძალადობის.

„სადაც ამდენი ხანი ძალიან ბევრმა პატრიოტმა ეს ყველაფერი აიტანა საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე, დაუჯდა თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე და ა.შ. მომდევნო თვის განმავლობაშიც ჩვენ მზად ვარ, ხელისუფლების ეს ძალადობრივი შემოტევები, ჩვენი მხრიდან, ერთი მხრივ, იქნეს მოგერიებული, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, არ დავკარგოთ მორალური უპირატესობა და ქართულ საზოგადოებას, ყველა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად ვაჩვენოთ კონტრასტი. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მას, ასევე ჰკითხეს, დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრთა შესაძლო დასანქცირებაზე, რაზედაც მან უპასუხა, რომ „სანქცია, ეს იქნება ფინანსური თუ სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი.

როგორც მელიამ აღნიშნა, განცხადებები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან კეთდება, ეჭვის შესატანად სივრცეს აღარ ტოვებს.

„მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ… ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება“ – ხატია დეკანოიძე

„ეს მხარდაჭერა ქართველ ხალხს ექნება, რა დროს მოიცავს, რა დროს საჭიროებს, ამაზე, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მიიღებენ ქართველი ხალხის საუკეთესო ქომაგები საზღვარგარეთ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გადაურჩინონ დემოკრატია და ქართველ ხალხს დარჩეს შანსი სახელმწიფოს განვითარებისთვის.

დიდად ყურადღებას არ მივაქცევდი, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, რას გააკეთებს, რას იტყვის „ქართული ოცნება“. არ არსებობს ზღვარი, რომელსაც ისინი არ გადავლენ. ახლა, მნიშვნელოვანია „ქართველმა ხალხმა“ დაინახოს, ჩვენ რას ვაკეთებთ, ის სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან სარჩევნო სუბიექტებად.

„თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას… თუ შენ ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება?“ – კახა კალაძე ოპონენტებზე

„ცდილობდნენ, რომ აღნიშნული კანონი „რუსულ კანონად“ წარმოეჩინათ, მაგრამ არ გამოვიდა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა, რომელიც ევროპულობის და დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, იყოს იმის საწინააღმდეგო, რაც ევროპულ ღირებულებებთან არის კავშირში“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.

ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება. ბევრ სხვა ქვეყანას შესაძლებელია ჰყოლოდა ცუდი ან კარგი ხელისუფლება, ცუდის შემთხვევაში, გავაკრიტიკებდით, დავგმობდით, კარგს შევაქებდით, მოვიწონებდით, მაგრამ არ არსებობს კარგი ხელისუფლება.

არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი ხელისუფლება. ეს არის ჯგუფი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და იმის შიშით, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში დაშავებული საქმე გამოაშკარავდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დიახაც, ისინი გადასულნი არიან მხოლოდ ძალადობაზე.

ძალადობს ხელისუფლება/ სადღაც უძალადია, მაგრამ უნანია, პოლიტიკური ფასი გადაუხდია და ახლა, გამოდის ხელისუფლება და სიამაყით აცხადებს ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე, რომ დიახაც, ჩვენ გისაფრდებით, ჩვენ გიღებავთ კედლებს, ჩვენ გაპატიმრებთ და ა.შ. მე ასეთ ჯგუფს ხელისუფლებას ვერ ვუწოდებდი.

„კანონი უკვე ძალაშია და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები“ – შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება დაჯგუფებად გადაიქცა“, რომელიც სასოწარკვეთაშია და დგას მხოლოდ „რობოკოპებზე“, პოლიციასა და პროკურორებზე.

მისი თქმით, ქართველ ხალხს წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს დასავლელი ქომაგებისგან, რომელსაც წარსულში, უახლოეს პერიოდშიც კი, მსგავსი ხარისხის მხარდაჭერა დასავლელი საუკეთესო მეგობრების მხრიდან არ ჰქონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები