„კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას" - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, არის დასჯადი ქმედება"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბლოგერ უჩა აბაშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ღრმად არიან შეშფოთებულები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით.
პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.