LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

დაკავება

მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

„სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მიკროავტობუსს იმავე დღეს, კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაკვლიეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“ - აცხადებენ შსს-ში.

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ჯუმბერ ბუჩაშვილს შეხვდა.

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – „ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები

„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

„ირაკლი ღარიბაშვილი იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით…“ – რა განაცხადეს ადვოკატმა და პროკურორმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა

კითხვაზე, უნდა დაკითხოს თუ არა გამოძიებამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა და ამ დეტალებში თავად ვერ შევა.
დაკავება

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა“ – შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - აცხადებენ შსს-ში.
პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები

„გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“ - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა

 როგორც  პატარიძე  განმარტავს, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი  სრულად აქვს ამოწურული.
პენიტენციური სამსახური

„პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს პაემნის ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული“ – პენიტენციური სამსახური

„რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა“ - წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა

პროკურატურა: „შსს-ს თანამშრომლებისგან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო“

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება.
თამაზ ელიზბარაშვილი

შსს-ში აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციულად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკისას ცოტა ხნის წინ დააკავეს.

სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ხევში, ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი.
დაურ ბუავა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს პატიმრობა შეეფარდათ

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული ქალის სახლში ფარულად შეიჭრა და ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.