LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

ახალი დეტალები ვაკეში მომხდარ დაპირისპირებაზე – გაუსწორდა თუ არა ფიზიკურად გიგიშა შარაშიძე ვანო მერაბიშვილს

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვანო მერაბიშვილის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

„რუსთავი2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შს ყოფილ მინისტრს ფიზიკურად „უცნობის“ სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა.

სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

„ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თანამდებობას ჩამოშორდნენ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.“

რა გახდა მესტიაში 28 წლის ბიჭის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი – რას აცხადებს გარდაცვლილის დედა

რა გახდა მესტიაში 28 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი - უკავშირდება თუ არა მომხდარი გვარებს შორის დაპირისპირებას

მკვლელობა მესტიაში – დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა. შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

„სარჩელის შეტანას პატივის და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებს და მის მსგავსებს ყურადღებას მერე მივაქცევ სათითაოდ“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.

იუსტიციის სამინისტრო: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდეთ

იუსტიციის სამინისტროს გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყებამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით მეგი ბაქრაძის საქმეზე ექიმს ბრალი წაუყენეს

პროკურორის განმარტებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ავტობუსის მძღოლს, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

როგორც „ფორტუნას“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ვინაიდან და რადგანაც არ არსებობდა დანაშაულის გაგრძელების და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა, სასამართლომ ბრალდებულ მძღოლს გირაო შეუფარდა.

გაავრცელეს ინტიმური სახის ვიდეოები, საქმეებში ფიგურირებს დაზარალებული არასრულწლოვანიც – გამოძიებამ 7 პირი ამხილა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები