„ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს მტკიცებულებები, მათ შორის იარაღი, რომელიც გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული და რომელიც კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბრალდებულმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან ძმის მეუღლეს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„რატომ გგონია, რომ ქვეყანას, სადაც ასეთი დაუცველი ხარ შენ და დაუცველია ყველა, რამე სტატუსს მისცემენ? სადმე მიიღებენ? სერიოზულად შეხედავენ?“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.