LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

[სააკაშვილი] თუ შეიძლება ისეთ დღეში ჩააგდოს ივანიშვილმა, რომ მასზე CNN-მა ასეთი სიუჟეტი გააკეთოს, შენ რისი იმედი გაქვს ამ ქვეყანაში? შენ, ან შენს შვილს თუ დაუპირა სისტემამ გადავლა, ვინ, ან რა დაგიცავს? – ზურაბ ჯაფარიძე

273
Untitled design (5)

„პუტინის მტერი, ამბობენ, რომ ის მოწამლეს“, – ამჟამად პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მომზადებული რეპორტაჟი გავიდა CNN-ის ეთერში.

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტელევიზიამ მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერიც გაუშვა, სადაც ის მის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ამავე ეთერში, გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ციხეში შეყვანის დროს გადაღებული და გუშინდელი ფოტოები უჩვენა.

„საშინელებაა, ის რაც ხდება, ყველაზე მტკივნეული ნაწილი იყო მისი ნახვა..“ - რა თქვა პროცესზე მამის გამოჩენის შემდეგ ედუარდ სააკაშვილმა CNN-თან

„მსოფლიომ ნახა რამდენად შოკის მომგვრელია ფოტოები, რომელიც გავრცელდა და რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა. მთავრობა ამბობს, რომ ეს არის ინსინუაცია, რომ ყველაფერი ყალბია და ა.შ , მაგრამ სრულიად აშკარაა, როგორ მძიმდება მისი მდგომარეობა"

CNN-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

„სააკაშვილს აქვს სტატუსი, მესამე პრეზიდენტია

სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები ამ ქვეყანაში, რამდენიმე ასეული ათასი

სააკაშვილს აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, უკრაინის

სააკაშვილს ჰყავს ბევრი მეგობარი დასავლეთში, მათ შორის, უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში

და ის თუ შეიძლება, ასეთ დღეში ჩააგდოს ივანიშვილმა, რომ მასზე CNN-მა ასეთი სიუჟეტი გააკეთოს, შენ რისი იმედი გაქვს ამ ქვეყანაში?

შენ და ან შენს შვილს თუ დაუპირა სისტემამ გადავლა, ვინ, ან რა დაგიცავს?

და რატომ გგონია, რომ ქვეყანას, სადაც ასეთი დაუცველი ხარ შენ და დაუცველია ყველა, რამე სტატუსს მისცემენ? სადმე მიიღებენ? სერიოზულად შეხედავენ?“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

„არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი“ – 130-ზე მეტი ყოფილი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს

„ჩემი ინტერესის სფერო არ არის კარგად არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ჩემს ინტერესებშია რამდენად არის მისი უფლებები დაცული“ – რატი იონათამიშვილი

შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები… მოუვლელია – ეს დემენციის სიმპტომებია: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

ამავე თემაზე:

დღეიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციები დაიწყება

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

მელია: ჩანს დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვა – ტექნიკურად, პროცესის წლის ბოლომდე დასრულდება შესაძლებელია.. მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება

გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.. ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს“ – ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება სააკაშვილის პროცესზე

გეჯაძე: ხაჭაპურიძემ ამ განცხადებით საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები