LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი შეიძლება ნებისმიერ დროს გარდაიცვალოს” – მასიმო დანჯელო

236
BeFunky-collage - 2022-12-27T011914.939

მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს, – აღნიშნულის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში.

“საქართველოს სახელმწიფოს დაედება ამის კვალი სამუდამოდ. ევროკავშირმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიიღებენ ევროკავშირში სამკურნალოდ. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში. ამას გააჩნია მასიური ეფექტი თვითონ ქვეყანაზე. ძალზედ ნათელია, თუ შევხედავთ სააკაშვილის ფოტოებს და სურათებს, გვანახებენ ადამიანს, რომელიც არის გატეხილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება, ამ პროცესის შეყოვნება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს იქნება სრული უსამართლობა და მიგვიყვანს უდროო გარდაცვალებამდე, ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ლიდერის, რომელმაც ქვეყანას მისცა სახე და დასავლეთის სამყაროში შეიყვანა.

იგი შეიძლება გარდაიცვალოს ნებისმიერ დღეს და ჩვენ გვჭირდება მკურნალობა მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის. სხვა გზა არ არსებობს, მსოფლიოს მრავალი ლიდერი იმავე აზრზეა და მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყვანოთ ის საპატიმროდან რაც შეიძლება სწრაფად, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე და გადავარჩინოთ საქართველოს სახე”, – საუბრობს მასიმო დანჯელო.

ამავე თემაზე:

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს

საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს“ – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, 562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები