ბრალდებულმა დაზარალებული წაიყვანა მშობლების სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებით და გასროლით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ინციდენტის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
ინციდენტში მონაწილე პირები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რამაც მათ შორის დაძაბულობა გამოიწვია. თუმცა, სამართალდამცველების დამატებითმა ჯგუფმა ვითარება მალევე განმუხტა.
დადგინდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა - 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა შეუწყნარებლობის მოტივით და მოკვლის მიზნით, დედას ორლულიანი თოფით სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.
2021 წლის 25 იანვარს, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს.