LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი კვირის წინ ჩამოვიდა ტაილანდიდან” – ახალი დეტალები ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე

174
მკვლელობა

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრის თანამშრომლის, მადონა გაჩეჩილაძის განცხადებით, მოკლული ტაილანდის მოქალაქეა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, მასაჟის ცენტრში მოკლული 38 წლამდე ტრანსგენდერი ქალია.

თბილისში, მასაჟის ცენტრში ქალი მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი პირი

„თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით.

იგი ორი კვირის წინ ტურისტულად ჩამოვიდა და აპირებდა ემუშავა მასაჟისტად“, – განაცხადა მადონა გაჩეჩილაძემ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები