LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე 23 წლის ბიჭი დააკავეს

154
გჯკტ

შსს-მ ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა.

სამინისტროდ ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, მასაჟის ცენტრში ქალი მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი პირი

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ორი კვირის წინ ჩამოვიდა ტაილანდიდან” – ახალი დეტალები ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები