LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

სოფო ლილუაშვილი: „უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს“

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რადგან გვარამიამ პროცესის დაწყების შემდეგ, ადვოკატების დასწრება მოითხოვა.

ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები… მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს-ს განცხადება

შსს: პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა

„ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – რა ბრალდებით დააკავეს, არ ვიცით… არ გამოვრიცხავთ, გამოძიება სისხლის სამართლის საქმით წავიდეს“ – გვარამიას ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, მხოლოდ საუბრების დონეზე აქვთ ინფორმაცია, რომ გვარამია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ ჩაჰბარებიათ.

შსს: „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, აქციის 3 მონაწილეა დაკავებული – სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებებით ამ დროისთვის ჯამში 18 პირია დაკავებული“

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ს.ს.

მიმდინარე აქციებზე 319 პირის უფლებების დარღვევაზე მივიღეთ შეტყობინება – რა განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური

განცხადების თანახმად, დროებით მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 140 პირი გამოკითხეს, 42-ს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
ალეკო ელისაშვილი

ადვოკატი: „დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“

„მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა და სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება ეგ საკითხი.“

შსს-ს ცნობით, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს – მას შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ჯამში, „სისხლის სამართლის კოდექსით“ 15 მომიტინგეა დაკავებული.

დიტო საძაგლიშვილი: „ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციამ ბესიკის ქუჩაზე, პარტიის ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას დააკავა.

თეიმურაზ კუპატაძე: „ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა…“ – შსს-მ აქციებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა

კუპატაძის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატრადა.

„პირად ჩხრეკებზე: თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ…“ – რას ურჩევენ უფლებადამცველები მოქალაქეებს ჩხრეკის შემთხვევაში

საკითხს ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან.

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რამაზ ფევაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში „პირადი ნივთები, მათ შორის ოქროს ჯვარი, მობილური და საფულე მოჰპარეს“.

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო – განჩინება გადასინჯვას არ ექვემდებარება

განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
დოდი ხარხელი

შსს: „დოდი ხარხელი დაკავებული არ არის… საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეზეა“

სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს.