LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც. ქსელები

„არც ერთმა მშობელმა შვილის გარდაცვალება არ უნდა ნახოს… ყველა მშობელს უნდა ჰყავდეს შვილი ჯანმრთელი! ცარიელი ვარ, მამა მინდა!“ – ნანუკა გულუას ემოციური სტატუსი მამაზე

„მინდა ყველა ერთად ვიყოთ ჩვენს დიდ სახლში, მინდა ისევ ჩვენი მხიარული ხმაური იკლებდეს უბანს… მიყვარხარ მამა! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი მაინც შენი სიყვარულია“ - წერს ნანუკა გულუა.

„თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წელს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მათ შორის ჩემი რძალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?“ – რას წერს მზია გოგალაძე 

„უბრალოდ, 2011 წელს, მასშტაბი იყო მცირე და მსხვერპლი ნაკლები და უფალმა მიწაში ჩამარხულ ბავშვებით სავსე ავტობუსს იქ მყოფი ადამიანები გამოუგზავნა მხსნელად, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა“..

„რამდენჯერ უნდა განმიახლდეს, რამდენს უნდა გავუძლო.. საიდან სად ჩამოვიდა ოჯახი, რომ დაესვენა – სამი პატარა, ახალგაზრდები, მეგობრები, და-ძმები.. ბავშვები.. სეირნობ შენთვის წყნარად, მშვიდად, ბედნიერი და უცებ, ერთ წამში..“ – ლევან კბილაშვილის დედა შოვის ტრაგედიაზე

რაჭაში მომხდარ ტრაგედიას, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ არ შეჩერდე.. მჯერა, რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს“ – გვანცა ბუბაშვილის მამიდა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ქალბატონი ნიტა იმედოვნებს, რომ გვანცას ჯანმრთელს და უვნებელს ნახავენ.

„მადლობა, ყველაზე ზუსტად მიგნებული ჰარმონიისთვის, მელოდიისთვის და დრამატურგიისთვის.. დღეს გია ყანჩელი 88 წლის გახდებოდა! მისი არ ყოფნა დიდ სიცარიელეს ქმნის, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი შეავსებს“ – ნიკოლოზ რაჭველი

„88 წლის გახდებოდა და იქნებოდა ძალიან სევდიანიც და გაბრაზებულიც, ზუსტად ისე, როგორი ჟღერადობის სიმფონიური მუსიკაც დაუტოვა სამშობლოს და კაცობრიობას!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

„ორთვიანი წვრთნების, ურთულესი გზის გავლის ბოლოს.. აშშ-ს საჰაერო ძალების ეარმენის ოფიციალური წოდება მომენიჭა – ისტორიული დღეა ჩემ ცხოვრებაში“ – ბაია ურიდია

პოსტში ბაია აღნიშნავს, რომ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც.

„რაც დრო გადის, უფრო რთულია ამ ამბის გახსენება. საშინელი კადრები თვალებიდან არ ამომდის.. თქვენ მეხმარებით, რომ გადავიტანო ეს ურთულესი დღეები.. მადლობა ყველაფრისთვის, ვტირი..“ – დათო ჯელაძე

შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გიო სად არის შენი დანაპირები, მთაში სახლი უნდა გავაკეთო ჩემი დიზაინითო.. სოფი, როგორ სასწაულით გელი, იქნებ შენ მაინც გამოჩნდე“ – და-ძმა ყარალაშვილების მამიდა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

როგორც გავრცელებულ პოსტში და-ძმის მამიდა წერს, მას 3 აგვისტოს დილას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და შემდეგ ამ ამბის შესახებ შეიტყო. 

„დღეს ულამაზეს ნინიკოს გავაცილებთ.. ბევრი ელოდა, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს.. ჩემი ძმა დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დის შვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი“ – მაიკო ჩაგელიშვილის ემოციური პოსტი

რაჭაში მომხდარ სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვლავ მიმდინარეობს 10-ზე მეტი დაკარგულის ძებნა-შველის სამუშაოები.

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

„ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი სოციალური ქსელით მადლობას უხდის სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებს და პოლიციელებს, რომლებმაც ადამიანური თავგანწირვა გამოიჩინეს, ასევე მოხალისეებს, რომელთაც საჭმელი და სასმელი არ მოაკლეს ადამიანებს.

“ჩემი რაჭა და ჩემი რაჭველები, ყველა ფეხზე დგას, საამაყო და სამაგალითო! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა სიკეთის მკეთებელი ადამიანი” – ფეისბუქში მეხანძრე-მაშველის ემოციური პოსტი ვრცელდება

"ყველას სახელით გამოვხატავ მადლიერებას, თქვენ გენაცვალეთ რაჭველებო, მადლობა!"

„უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლად წავიდა და მალე დაბრუნდება.. ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის“ – 4 წლის გოგონას, რომელიც შოვში დაკარგულ დედას ექვსი დღეა ელოდება საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

“რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი” და “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა” ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის. ახლა საზოგადოების თითოეული წევრის თანადგომა ნებისმიერი ფორმით ჩვენთვის ფასეულია"

„არ ამომდის თვალებიდან დაჭრილი ჯარისკაცების ანთებული თვალები, ერთად ვმღეროდით „ჰერიო ბიჭებო“-ს, თან ვტიროდით, ვიცინოდით.. ტკივილის და სიამაყის გრძნობა ერთად მაშინ ვიგრძენი პირველად!“ – ნინი შერმადინი 2008 წლის აგვისტოს ომზე

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

„ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა.. ეს ბინძური კამპანია უკან დაუბრუნდებათ დამკვეთებს“ – პაატა ბურჭულაძე

„გული არ გაიტეხო ჩემო ნიკა! ვიცი, რომ ძნელი გადასატანია ეს ცილისწამება. ჩემზე მაქვს გამოცდილი“,- წერს პაატა ბურჭულაძე.

„დაკარგულ ტერიტორიებს ვჩივით, მაგრამ უარესი გვჭირს. ქართველები ხელიდან გვეცლება.. როგორ შემოგვეჩვია სიკვდილი – დაცლილია საქართველო ქართველებისგან.. რაც აქ ხდება ეროვნული კატასტროფაა“ – ბელა ალანია

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ბელა ალანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.