LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლად წავიდა და მალე დაბრუნდება.. ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის“ – 4 წლის გოგონას, რომელიც შოვში დაკარგულ დედას ექვსი დღეა ელოდება საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

867
fot

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ არაერთი ემოციური პოსტი გავრცელდა. სოფოს პატარა, 4 წლის შვილი ჰყავს, რომელიც დედას 6 დღეა ელოდება.

„სოფო ბაკურაძე ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია…მისი 4 წლის გოგონა, ლუსი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…” – სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებლები საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ, გამოიჩინონ მხარდაჭერა და დაეხმარონ პატარა ლუსის.

“უკვე მეექვსე დღეა ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება, უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს.

სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩაეხუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ვიცით შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა, მაგრამ რაც სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ ახლა, ლუსიზე ზრუნვაა.

“რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი” და “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა” ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის. ახლა საზოგადოების თითოეული წევრის თანადგომა ნებისმიერი ფორმით ჩვენთვის ფასეულია.

თუ მხარდაჭერა შეგიძლიათ სათამაშოებით, ტანსაცმლით ან პროდუქტებით დაგვიკავშირდით:

ანი – 599 70 04 99

ლამარა – 598 21 19 15

თანხის ჩარიცხვის მსურველებმა:

TBC #GE67TB7993945064300064

(პ/ნ 04001013163)

მიმღები – ლამარა ბოჭორიშვილი

Bank of Georgia #GE27BG0000000565975342

(პ/ნ 04001001846)

მიმღები – ნინო (ნანა) სოხაძე

რაჭველების სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით სრულიად საქართველოს თანადგომისა და თანაგრძნობისთვის ამ მძიმე დღეებში”, – აღნიშნულია პოსტში.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. 

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას

შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის დავით ბერიაშვილია

„დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი.. სოფი, ღიმილა გოგო.. გიო უნიჭიერესი პიროვნება – სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის.. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ“ – გელა ცხადაძე სტიქიის დროს დაღუპულებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g