LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი.. სოფი, ღიმილა გოგო.. გიო უნიჭიერესი პიროვნება – სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის.. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ“ – გელა ცხადაძე სტიქიის დროს დაღუპულებზე

621
Untitled design (6)

18 დაღუპული და 16 დაკარგული ადამიანი – ასეთია ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემები, რომელიც რაჭაში სტიქიის შედეგად განვითარდა.

ონის მერი: შოვში დაღუპული 18 პირიდან ამ ეტაპზე 14 არის იდენტიფიცირებული

დაღუპულთაგან 14 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. მათ შორის არიან გიორგი და სოფო ყარალაშვილები, ასევე დავით ბერიაშვილი.

გარდაცვლილების შესახებ სოციალურ ქსელში გელა ცხადაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის, ქუჩაში მოღიმარ ადამიანს ვერ ნახავთ, ყველა ოჯახმა საკუთარი ტკივილივით განიცადა ეს ტრაგედია. დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი ? სოფი, ღიმილა გოგო, ჩემთან მოდიოდა ხოლმე კუთხეში ? გიოს შორიდან ვიცნობდი უნიჭიერეს პიროვნებად ? თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ აზრზე არ ვარ. იმიერში ტკბილად განისვენოს თქვენმა, პატარა და ლამაზმა სულებმა“, – წერს გელა ცხადაძე.

 

სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის,ქუჩაში მომღიმარ ადამიანს ვერ ნახავთ,ყველა ოჯახმა საკუთარი ტკივილივით განიცადა ეს…

Posted by Gela Tskhadadze on Sunday, August 6, 2023

 

 

magti 5g