LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც. ქსელები

“ჩაცრემლებული თვალებით, ასე დარდსა და ტკივილში გაჰყავთ დღეები.. ადვილად შეამჩნევთ შრომისგან გადაღლილი ქართველი ქალების სახეებს.. არა მგონია, რომელიმე მათგანი ბედნიერი იყოს, აგზავნიან ყველაფერს რაც გააჩნიათ“ – ცისნამი საყვარლიშვილი ქართველ ემიგრანტებზე

„ეს ქალები მარტო თავიანთ ოჯახებს კი არა, მთელს საქართველოს ინახავენ.. მუხლჩაუხრელი შრომობენ და ზოგს დასვენების დღეც კი არ აქვს“

“მართლა გჯერათ რომ კახი კალაძემ, საკუთარი შვილები გადაარჩინა და სხვა ბავშვები ტალახს გააგუდინა?” – რაზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება გავრცელებულ მოსაოზრებებს, რომ კახა კალაძემ სასტუმრო „სანსეთ შოვიდან“ ოჯახის წევრები ვერტმფრენით წაიყვანა.

“ამ პატარა ქვეყანამ რამდენი ადამიანური ტკივილი გადაიტანა.. ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევა და პასუხისმგებლობაა საჭირო სხვების სიცოცხლის მოსაფრთხილებლად” – გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ ტრაგედიებს იხსენებს

„ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ, მითუმეტეს ყველა რაჭველმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ კრინტი არ დაგიძრავთ..“ – სიძე სტიქიის ზონაში დაკარგული სიმამრის შესახებ წერს

"აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ახლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!"

„უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, მოჰქონდათ წყალი, საკვები.. უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი“ – კოტე მელინჩუკი 

კოტე მელინჩუკი მადლობას უხდის ყველა რაჭველს დახმარებისთვის.

„15 ივნისის შემდეგ გურჯაანში ტონობით ქვა-ღორღი ისევ ხევის ნაპირებზე ყრია.. ხევის კალაპოტი ჩახერგილია. ეს ხევიც ადიდდება. შეიძლება მსგავსი მასშტაბის სტიქია არ დაგვატყდეს თავს მაგრამ არავინ იცის..“ – ქეთი მექერიშვილი გურჯაანში არსებულ ვითარებაზე

როგორც ქეთი მექერიშვილი წერს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ გამგეობას მიაწოდა, თუმცა იქ განუცხადეს, რომ „სამუშაოების დასაწყებად საკმარისი თანხა არ აქვთ“, თუმცა ამის პარალელურად გამგეობამ „ორი კონცერტის დაფინანსება და მხიარულების გამართვა შეძლო“.

„ეს პოლიციელი არის გმირი.. სასწაული ჩაიდინა, გული გაუჩერდა ადამიანს და მისი სიცოცხლე იხსნა“ – ქუთაისში პოლიციელმა კაცი სიკვდილს გადაარჩინა

„ქუთაისელები“-ს Facebook გვერდზე ვრცელდება ერთ-ერთი პოლიციელის ფოტო, რომელმაც დღეს 53 წლის კაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება.. ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო, ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა ბრიალა თვალებით… დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრება…“ – გოგა ბერიძე

ჟურნალისტი გოგა ბერიძე რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული ლუკა დუდაშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი.. სოფი, ღიმილა გოგო.. გიო უნიჭიერესი პიროვნება – სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის.. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ“ – გელა ცხადაძე სტიქიის დროს დაღუპულებზე

დაღუპულთაგან 14 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. მათ შორის არიან გიორგი და სოფო ყარალაშვილები, ასევე დავით ბერიაშვილი.

„არანაირი ზეიმი სუფრა და დღესასწაული აღარ გვექნება“ – ცნობილმა წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა

„ეს ტრაგედია 2 კვირის ან 1 თვის შემდეგაც ასეთი მწარე იქნება და იმედია, არც არასდროს დაგვავიწყდება. არც ერთ თვეში არ მექნება იმის განწყობა, ყველაფერი თავიდან ავაწყო და ყველა თავიდან დავპატიჟო. “

„მიუხედავად რეალობისა, ლუკას მამა იტოვებდა უფლებას ეყურებინა უსასრულობაში, ტალახით ამოვსებული ხეობის წინ მდგარიყო და ეფიქრა სასწაულზე, რომელიც შვილებთან, მეუღლესთან ჩახუტების საშუალებას მისცემდა.. პატარა ლუკა დიდ სტიქიას ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა“ – ქეთევან ქარდავა

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ლუკას მამას, ასევე ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„გავჩუმდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამი შვილი ახლა სახლშია უსაფრთხოდ და სხვისი ანგელოზი შვილები რამდენიმე მეტრის სიღრმის ტალახში არიან ჩაფლულები? ნებისმიერის შვილი შეიძლება მოხვედრილიყო ამ ჯოჯოხეთში.. არავინ არ იცის, ვის რა გველოდება“ – მანუჩარ ახალაია

რაჭაში მომხდარმა სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კვლავ მიმდინარეობს 16 დაკარგულის ძებნა-შველის სამუშაოები.

„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში.. ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ“ – ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

მომღერალი ოთო ნემსაძე Facebook-ზე წერს, რომ რაჭში მომხდარმა ტრაგედიამ ძალიან მაგარი ბიჭი იმსხვერპლა.

„ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ და სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას.. წაუღია ის ხე მეწყერს“ – რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზე

გიორგი გოგინაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე პოსტს აქვეყნებს, რომელიც გიორგის გმირობის ნათელი დადასტურებაა. 

“არა მხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე

ცნობისთვის, გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა.