LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ და სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას.. წაუღია ის ხე მეწყერს“ – რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზე

1780
Untitled design

რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული გიორგი გოგინაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე პოსტს აქვეყნებს, რომელიც გიორგის გმირობის ნათელი დადასტურებაა.

„არ მინდა დავიჯერო, ჩემო გმირო ძმაო! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო, რომ გარდაიცვალე“ – შოვში მეწყერის შედეგად გიორგი გოგინაშვილი გარდაიცვალა

„გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა… როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში“ – ვარლამ გოლეთიანი გიორგი გოგინაშვილზე

„ამ გმირ ბიჭზე უნდა დავწერო გიორგი გოგინაშვილზე შოვის სტიქიის დროს თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო… ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა დედა-შვილი და ერთი ქალბატონი, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას. წაუღია ის ხე მეწყერს, ყოველთვის ასეთ გმირებზე იდგა, ახლაც ასეთ გმირებზე დგას და მომავალშიც ასეთ გმირებზე იდგება საქართველო.

მარადიული ხსოვნა ამ გმირ ბიჭს.ძალიან ძნელია საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომელიც სიკვდილის შიშს დაგავიწყებს, ეს ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ. მათი სახელი უსასრულოდ უნდა ტრიალებდეს წიგნებში და ტელევიზიებში. ბავშვები მათი საგმიროო საქმეების ისტორიებით უნდა გავზარდოთ! დიდება და მარადიული ხსოვნა შენს სახელს გიორგი“,- წერს მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები